კითხვა/ვები/წაკითხვის ხელმისაწვდომობა/პროტოტიპის ტესტირება საზოგადოების მიერ

From mediawiki.org
This page is a translated version of the page Reading/Web/Accessibility for reading/Community prototype testing and the translation is 100% complete.

შენიშვნა ტესტირებისთვის

Prototype screenshot
პროტოტიპის სქრინი

როგორც "ვების გუნდი", ჩვენ დროებით ვრთავთ პროტოტიპის ტესტირების პროცესს. ჩვენ ვსვამთ კითხვებს თქვენი ვიკიპედიაში კითხვის და მუშაობის გამოცდილების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ ტიპოგრაფიის არჩევანი ყველაზე აქტუალურია კითხვისას (რედაქტირებისგან განსხვავებით), ჩვენი კითხვები მიმართულია ტექსტის კითხვაზე.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ყურადღებას გაამახვილებთ იმაზე, თუ როგორ კითხულობთ ვიკიპედიას. ჩვენ ასევე გთხოვთ წარმოიდგინოთ თქვენი თავი ჩვეულებრივი მკითხველის ან ვიკიპედიაში სრულიად ახალი პირის ადგილზე. როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედებს ტიპოგრაფიაში ცვლილებები მათ გამოცდილებაზე? როგორ ფიქრობთ, ეს გამოცდილება განსხვავდება რედაქტორის ან უფრო მეტად ჩართული საზოგადოების წევრის გამოცდილებისგან?

ეს პროტოტიპი არ არის ცვლილების შეთავაზება. ასევე, იგი არ არის ფუნქციის ადრეული ვერსია. კერძოდ, ჩვენ არ ვგეგმავთ შრიფტის, ხაზის სიმაღლის და დაშორებისთვის კერძო პარამეტრების მიწოდებას. თქვენი აზრის დაფიქსირებით, ჩვენ გავიგებთ იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს კითხვის იდეალური გამოცდილება. ჩვენ არ დავნერგავთ თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ მოთხოვნას. ამის ნაცვლად, ჩვენ გამოვიყენებთ ტესტირების შედეგებს შემოთავაზების გასაკეთებლად, რომელიც აერთიანებს ამ მოთხოვნებს უფრო მარტივ პარამეტრებში.

ინსტრუქცია ტესტირებისთვის

  1. ჩართეთ პროტოტიპი და დაიწყეთ სტატიების კითხვა. ((გაითვალისწინეთ, რომ რედაქტირების რეჟიმი არ შეიცვლება ამ პროექტის ფარგლებში, გარდა „ვიზუალური რედაქტორის“ რეჟიმისა. ვიკიტექსტის რედაქტორებისთვის ეს პროტოტიპი არ იმუშავებს.))
  2. გაეცანით შრიფტის ზომის, ხაზის სიმაღლისა და ინტერვალის სხვადასხვა ვარიანტები რამდენიმე დღის განმავლობაში
  3. როდესაც მზად იქნებით, დააჭირეთ „ჩემი არჩევანის გაზიარება“-ს პროტოტიპის ვიჯეტში. წინასწარ შევსებული ფორმა შეიცვლება თქვენი ბოლო კონფიგურაციების მიხედვით და ასევე შეინახება თქვენ მიერ წაკითხული ბოლო გვერდი. გთხოვთ, შეავსოთ ფორმა „იმდენჯერ, რამდენჯერაც გსურთ“.

უფრო მეტი პროექტის შესახებ

მიზნები

ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ინტერფეისები იყოს ადვილად წაკითხვადი და მოსაძებნი. ჩვენი კვლევა გვეუბნება, რომ შემდეგი ცვლილებები გაზრდის წვდომას და კითხვადობას:

  1. ვზრდით ნაგულისხმევი ფონტის ზომას (მაგრამ არა ზედმეტად დიდს) წაკითხვის პროცესის გასაუმჯობესებლად
  2. ვზრდით ინფორმაციის სიმკვრივეს (რამდენი ინფორმაცია აისახება ეკრანზე) სტატიებში, ძიების პროცესის გასაუმჯობესებლად
  3. ვზრდით სივრცეს პარაგრაფებსა და სტატიების სექციებს შორის, ძიების პროცესის გაუმჯობესების მიზნით
  4. მკითხველისთვის (მათ შორის სისტემიდან გასული მომხმარებლებისთვის!) ტექსტის სიმკვრივის შეცვლა

წინაისტორია

ჩვენი დესკტოპის და მობილური ვერსიის ტიპოგრაფია ცდის წაკითხვის პროცესს მოუხერხებელს. ჩვენი პროექტის შენაარსის წაკითხვას უფრო დიდი დრო უნდება. უფრო ხელმისაწვდომ ტექსტებთან შედარებით, ჩვენს ვიკისაიტებზე შინაარსის წაკითხვის შემდეგ, შეძენილი ინფორმაციის დამახსოვრება რთულია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანები მიმართავენ როგორც სიღრმისეულ კითხვას, ასევე ტექსტში ძიებას. ჩვენ გვსურს გავაუმჯობესოთ ჩვენი ტიპოგრაფია, რათა გავითვალისწინოთ და გავაუმჯობესოთ პროექტების გამოყენების ორივე მნიშვნელოვანი გზა. განსაკუთრებით ჩვენ გვინდა ვიზრუნოთ უბრალო მკითხველებზე. ისინი შეადგენენ ვიკიპედიის მკითხველთა უმრავლესობას. უფრო მეტის გასაგებად, გადადით პროექტის მთავარ გვერდზე.